Ms. Excel

Ms. Excel
ელექტრონული ცხრილები
პროგრამა Excel 2007 საშუალებას იძლევა შეიქმნას რთული 
ელექტრონული ცხრილები, რომლებიც მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში 
მოცულობითი პროექტების რეალიზებას ახდენენ. მისი დახმარებით 
შეიძლება შეიქმნას ფინანსური ანგარიშები, საბუღალტრო დოკუმენტები, 
დამზადდეს “აქტიური” ბლანკები, დამუშავდეს სამეცნიერო მონაცემები, 
გაკონტროლდეს სასწავლო ცნობები, შეიქმნას მარტივი მონაცემთა ბაზები, 
კომპიუტერული თამაშები და ა.შ. 
რაც უფრო რთული და მოცულობითია შესასრულებელი ამოცანა, მით მეტი 
ყურადღება უნდა დაუთმოთ მის წინასწარ დაგეგმვას, მისი ეტაპების 
გადახედვით ელექტრონული ცხრილების სტრუქტურისა და 
საშუალებების პოზიციიდან. ძირითადად დაგეგმვა უნდა გულისხმობდეს 
პასუხებს შემდეგ შეკითხვებზე: რა შედეგი გსურთ მიიღოთ და რა სახით? 
ვისთვის არის დაგეგმილი სამუშაო? როგორ იქნება გამოყენებული 
მიღებული შედეგები? 
მარტივ ამოცანებს კი, როგორებიცაა ბლანკის, ანგარიშის შექმნა, დიაგრამის 
აგება მონაცემთა ნაკრებების მიხედვით და ა.შ., შეიძლება მაშინვე 
შეუდგეთ, დაგეგმვისა და შემუშავების ეტაპების გაერთიანებით ერთ, 
უშუალოდ კომპიუტერზე შესასრულებელ ეტაპად. ამ დროს საკუთარი 
გამოცდილებით შეიგრძნობთ Excel 2007-ის ელექტრონული ცხრილების 
პროგრამის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს _ სისწრაფესა და სიმსუბუქეს, რომლითაც შეძლება შეიქმნას და შეიცვალოს მონაცემთა ცხრილები, 
კორექტირდეს მათი სახე და მათში შემავალი მონაცემები.

No comments:

Post a Comment